ცენტრალურ ევროპაში სამუშაოს მაძიებლების დაკავშირება პოტენციურ დამსაქმებლებთან
ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მოქმედი ჩვენი კლიენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვეძებთ შესაბამის კანდიდატებს აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებისთვის.
გასაუბრების (ან საჭიროების შემთხვევაში - ტესტების) შემდეგ ვამზადებთ სამუშაო შეთავაზებებს კანდიდატებისთვის და ვაკავშირებთ მათ პოტენციურ დამსაქმებლებთან. ამას წინ უძღვის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალური ანალიზი, ასევე ყურადღებას ვაქცევთ თითოეული კანდიდატის პირად მდგომარეობას, მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
ჩვენ ვაწყობთ პერსონალურ გასაუბრებას დამსაქმებლებსა და კანდიდატებს შორის. გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე დამსაქმებელი ირჩევს მომავალ მუშაკებს და აფორმებს მათთან სამუშაო ხელშეკრულებას.
წარმატებული კანდიდატები
ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილებას წარმატებული კანდიდატებისთვის სამუშაო ნებართვის მისაღებად ჩეხეთში, გერმანიაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში. ჩვენ ვუხელმძღვანელებთ მათ სამუშაო ნებართვის აღების სრულ ადმინისტრაციულ პროცესში და მოვახდენთ ხელისუფლების დონეზე იურიდიულ მხარდაჭერის მიღების უზრუნველყოფას.
კლიენტის სახელით, კანდიდატებს მივაწვდით მხარდაჭერის სერვისებს შესაბამის მიმართულებებში ჩასვლამდე და მის შემდეგ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთი მიზნის გათვალისწინებით: გავხადოთ თანამშრომლობა ჩვენს კლიენტებსა და მათ ახალ თანამშრომლებს შორის ხანგრძლივი და ორმხრივად მომგებიანი. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე 100%-ით კმაყოფილია.
ჩვენ გთავაზობთ:
საკანონმდებლო ორგანო და ადმინისტრაცია
-
საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა სამუშაო ნებართვის მისაღებად
-
რჩევის მიცემა და ხელმძღვანელობა სრული ადმინისტრაციული პროცესის მიმდინარეობისას
-
კლიენტის წარმომადგენლობა ადგილობრივ ხელისუფლებაში
-
24/7 საექსპერტო სატელეფონო მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით
პროცესის მიმდინარეობა:
....................................................................................................
თქვენ ირჩევთ შესაბამის პოზიციას ჩვენს ვებსაიტზე არსებული ვაკანსიების სიიდან
გვიკავშირდებით და გვიგზავნით ინფორმაციას თქვენს შესახებ (CV/კვალიფიკაცია)
ჩვენ ინფორმაციას ვაგზავნით დამსაქმებელთან
თქვენ ესწრებით გასაუბრებას თქვენს სამშობლოში
................................................................................
თუ თქვენ შერჩეული იქნებით შესაფერის კანდიდატად, ჩვენ გამოგიგზავნით დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მომზადებაც დაგჭირდებათ
ჩვენ ვიზრუნებთ ყველა იურიდიულ აუცილებლობაზე, დაგეხმარებით ვიზისა და ყველა საჭირო ნებართვის მიღებაში
დაგეხმარებით ახალ ქვეყანაში ცხოვრებასთან ადაპტაციაში